23 February 2015

სასტუმროების ბიზნესისთვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობები ამოქმედდება

წელს იგეგმება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი კომპონენტის  სასტუმროების სეგმენტზე ამოქმედება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, მთავრობა სერიოზულად მუშაობს, რომ ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგას კერძო სექტორის მიმართულებით, რის შესახებაც პრემიერი უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასული წლის ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპერტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით. 

მეწარმეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა სახელმწიფო ქონება. მეწარმე კი სანაცვლოდ აიღებს პასუხისმგებლობას, საწარმო შექმნას და წარმოება დაიწყოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ორი წლისა. 

No comments:

Post a Comment