აქვე მან პარლამენტსა და პრეზიდენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად მოკლე ვადაში სთხოვა.
"პარლამენტს მე წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ახალი მინისტრები გვეყოლება მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები დატოვეს. ეს არის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო ბატონი ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლა. მან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომმართა გადადგომის თხოვნით, მაშინ მე ეს არ დავაკმაყოფილე, მაგრამ მან დღეს კიდევ ერთხელ გადაწყვიტა და მე მადლობას ვუხდი მას გაწეული სამუშაოსთვის. მოდის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ამიტომ თხოვნით მივმართავ პარლამენტსა და პრეზიდენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ", - განაცხადა პრემიერმა.
No comments:
Post a Comment