26 June 2015

ნიკოლოზ ბასილაშვილი "უიმბლდონის" ძირითად ბადეში მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი" უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა "უიმბლდონის" საკვალიფიკაციო რაუნდის მესამე ეტაპზეც გაიმარჯვა და ძირითად ბადეშიც მოხვდა.
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი ანგარიშით 6:4; 6:4; 3:6; 6:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ უნგრელი ჩოგბურთელის დამარცხებით, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ და მეორე ეტაპებზე რუმინელი და უზბეკი ჩოგბურთელები დაამარცხა.

No comments:

Post a Comment