პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის კამათი სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს მოჰყვა, რომელიც ეხებოდა სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გადაყვანის დროს პატიმარს უნდა განემარტოს, თუ რისთვის უცვლიან საპატიმროს. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მას სიტყვა ეკა ბესელიამ რამდენჯერმე შეაწყვეტინა. კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სახალხო დამცველის მეორე ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უნდა გამოიძიოს საკუთარი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაული.
ჩიორა თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად დღევანდელი სხდომა დატოვა.
No comments:
Post a Comment