16 June 2014

დიმიტრი ლორთქიფანიძე სასამართლოს მიმართავს

"ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" გეგმავს, საკუთარი ხმების დასაცავად, დავა სასამართლოს გზით გააგრძელოს , - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. 
"70%-ზე მეტი ამომრჩევლისა არ მობრძანდა საარჩევნო ყუთებთან, რითაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის მიმართ. ეს არის, ფაქტობრივად, ნიჰილიზმში გადავარდნილი საზოგადოება. ამ არჩევნების დემოკრატიის ტრიუმფად მონათვლა არის მორიგი ფარსი და თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა და მე არ ვურჩევდი ირაკლი ღარიბაშვილის, ასეთი განცხადებების გაკეთებას. მით უფრო იმ ფონზე, რომ მის ზურგს უკან ნამდვილად არის მცდელობა, რომ "ქართული ოცნების" ძირითადი ბირთვი, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო ტექნოლოგიებს, ორ ნაწილად გაიყოს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 
მისივე თქმით, მრავალი ათეული ათასი ხმა, რომელიც მას მისცეს, არის არა ერთჯერადი მოხმარების გამომხატველი, არამედ პირადად მისთვის "მომავალში სათუთად შესანახი საუნჯე", რომელსაც თავის ამომრჩეველს გათმაგებული ძალისხმევით დაუბრუნებს. 
"ყველამ კარგად ვნახეთ, რა მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი არჩევნების გაყალბებისთვის და ჩვენ შევეცდებით, სამართლებრივ დონეზე მოვახდინოთ დეტალური ანალიზი, წარვუდგინოთ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ცენტრალურ სარჩევნო კომისიას და დავა გავაგრძელოთ სასამართლოს გზით", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

No comments:

Post a Comment