23 June 2014

ბატონო ირაკლი, „ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტს“!
















მას შემდეგრაც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმასამართალდამცავებს ღია ეთერიდან თხოვნით მიმართა - არჩევნებამდემორატორიუმს ვაცხადებ და გთხოვთთავი შეიკავოთ ყოფილიხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებისგანო, - ნაციონალებმაქვეყანაში პოლიტიკური სურათი სასწრაფოდ შეცვალესირაკლიღარიბაშვილს სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებულირომ გიგი უგულავამმორატორიუმის გამოცხადებით გაგულიანებულმაჯერ პრემიერიშემდეგკი მისი ოჯახის წევრებიკონკრეტულად კითამაზ თამაზაშვილიშეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიაუგულავამ ასევე განაცხადა,რომ პროკურატურამ არ იცისრა ქნას და სიმწრისგან ფორთხავსო.მოკლედამ კადრების ხილვისასუნებურად ცნობილიმაგრამ უხეშინათქვამი გამახსენდასაქონელს მისივე ენაზე უნდა ელაპარაკოო.ცხადიაეს ნაციონალური ეიფორია გიგი უგულავას კეკელკურიგამოსვლით არ დასრულებულაამან  სრულიად ნაციონალურიმოძრაობა“ მოიცვა.


გიგი უგულავამ სასოწარკვეთილის იმიჯი მოირგო და მთელი ძალით, ენერგიულად შეუდგა საზოგადოების დაბოლებას ზუსტად იმ მეთოდით, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქართველ ერს თვალებში ნაცარს აყრიდა. უგულავა ბრიფინგს-ბრიფინგზე ატარებდა, დადიოდა და თბილისის უბნებში მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებდა. ცხადია, ნაციონალური ტელევიზიების თანხლებით და მუხლჩაუხრელად, დაღლამდე ლანძღავდა ახალ ხელისუფლებას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ეტყობა იმის გამო რომ, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც წინასაარჩევნოდ კეთილი ნება გამოიჩინა და გიგი უგულავა და ძმანი მისნი დაინდო, დამსახურებული პატიმრობა, რამდენიმე თვით გადაუწია.
გიგი უგულავას კვალდაკვალ, მთელი ნაცბანდა „გაბლატავდა“ და ქართველი ხალხი ლამისაა იმ 9-წლიან სიცრუესა და ჯოჯოხეთში დააბრუნონ, რაც მიხეილსააკაშვილის რეჟიმის დროს გვქონდა. ყოველდღე, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მორატორიუმისკენ მოუწოდა, ნაციონალები ყველა სატელევიზიო შოუში, პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში ამაყად გვმოძღვრავდნენ, რომ მალე ქართველი ერი უკრაინულ მაიდანს მიიღებს და ეს ხელისუფლება ისე წავა, როგორც მოვიდა და ხელისუფლებაში მალე ჩვენ დავბრუნდებითო.
მორატორიუმით შეგულიანებულმა ნაციონალებმა, უფრო სწორად, დამნაშავე ორგანიზაციის წევრებმა, გადაწყვიტეს, სიცრუეზე აგებული რიტორიკა ეროვნული ღირებულებების მატარებლად წარმოაჩინონ. ნაციონალური მოძრაობის“ცნობილმა რუპორებმა დააანონსეს, რომ უახლოეს მომავალში ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სამშობლოს დასაცავად და ამას სათავეშიმიხეილ სააკაშვილი ჩაუდგებაო. ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, მიხეილსააკაშვილი რომელი ქვეყნიდან ჩაერთვებოდა ეროვნულ მოძრაობაში სკაიპით... მოკლედ, უკეთურ ადამიანებთან ვერაფერს გავხდებით, დამნაშავეები და მწვალებლები მხოლოდ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, მათთვის შენდობის აქტი არ უნდა განხორციელდეს.
ის, რომ ყოფილი პრეზიდენტები საკუთარ ბიბლიოთეკებს ხსნიან, ანდა მემუარებს წიგნად გამოსცემენ, ის, რომ მიხეილ სააკაშვილნაირი გაუწონასწორებელი, საეჭვო რეპუტაციის და უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანი, სკაიპის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კიდევ ცდილობს და მომავალი თაობის მოწამვლას ახერხებს, ეს უკეთურობის და უზნეობის მაგალითია.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა მორატორიუმი დამნაშავე ნაციონალებზე თავად გამოაცხადა, ლოგიკური და პრინციპული პასუხი გასცა ამერიკიდან სკაიპით ჩართულ ექსპრეზიდენტს: უცხოეთიდან ჩამოვიდეს აქ და იმ კითხვებზე გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ სამართალდამცავებს აქვთო. ბოლოს ისიც დასძინა, ალბათ, მოუწევს დაწეროს წიგნები, როგორ ცემდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ბიზნესს ართმევდა და აყაჩაღებდა ადამიანებს 9 წლის განმავლობაშიო.
მოკლედ პრემიერის მცდელობა, ნაციონალური მოძრაობისთვის“ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო შეექმნა, უშედეგო გამოდგა, რადგანაც, ნაცვლად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა, პრემიერის შემოთავაზებული სიკეთე ბოროტად გამოიყენეს და თავიანთი დაქირავებული და დაფინანსებული ჟურნალისტების დახმარებით, სურთ უიმედობა, იმედგაცრუება და შიში დათესონ, ისინი ავრცელებენ, რომ ნაციონალები კვლავ დაბრუნდებიან. მაგრამ როგორც ცნობილია, დამპალი თესლი ნაყოფს ვერ გამოიღებს და ვერც ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. „მორატორიუმის“ ავტორს,ირაკლი ღარიბაშვილს კი ერთ ჭეშმარიტებას შევახსენებ, რაც, ცხადია, ჩემზე უკეთ იცის:
ბატონო ირაკლითქვენი ინიციატივა მორატორიუმის“ შესახებ,გასაგებია. მაგრამ ძალიან გთხოვთგაითვალისწინეთრჩევა ბიბლიიდან,რომელიც გვასწავლისარ დაუყარო  ღორებს მარგალიტი!

No comments:

Post a Comment