23 June 2014

გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში

ხალხის 40-50% ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... მთავარია, სადმე გამოჩნდნენ.

რატომ ვერ შეძლო ახლად მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ თვითმმართველობის არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება და სად იყო შეცდომები დაშვებული, - არჩევნების შედეგებს აფასებს ,,რეზონანსთან“ საუბარში ივანივილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ მეორე ტური დემოკრატიული თვალსაზრისით კარგია, რადგან ეს აჩვენებს ხელისუფლების ნებას, რომ არ იყენებს სპეციფიკურ მეთოდებს და სხვადასხვა მანიპულაციებს პირველსავე ტურში გამარჯვებისთვის. თუმცა ხუხაშვილი მიუთითებს, რომ პოლიტიკურად ეს ცუდია, რადგან კატასტროფულად დაბალი აქტივობა იყო, რაც მეტყველებს იმაზე, ომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი და უნდობლობაა პოლიტიკოსების მიმართ.
ხუხაშვილი ხალხის მხრიდან ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინზეც მიუთითებს.
,,როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 30% მიდის არჩევნებზე, ეს ნიშა კი არ არის, არამედ დიდი ხვრელია. დღეს ხალხის 40-50% პარტიული მიუკერძოებლობის გარეშეა, ანუ ისინი ეძებენ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეიძლება ენდონ. არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ვიხილოთ ახალი ძალები, მთავარია სადმე გამოჩნდნენ“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

No comments:

Post a Comment