რომელია თქვენი საყვარელი სწრაფი კვების ობიქტი? - MYREST.GE-მ ამ შინაარსის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 2 კვირა გრძელდებოდა. მომხმარებლებს არჩევანი რვა სწრაფი კვების ობიექტს შორის უნდა გაეკეთებინა - მაკდონალდსი, ვენდისი, გლდანის შაურმა, KFC, ბურგერ კინგი, დანკინ დონატსი, მაკ შაურმა, საბვეი. გამოკითხვაში myrest.ge-ს 100-მდე მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და უმრავლესობამ უპირატესობა „მაკდონალდს" მიანიჭა. მას 8 ხმით ჩამორჩება „გლდანის შაურმა", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი KFC-ი დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა, MYREST.GE-ის გამოკითხვაში „ვედნიზ"-თან ერთად მესამე ადგილი დაიკავა.
ასევე, თანაბარი ხმები მიიღეს „დანკინ დონატსმა" , „საბვეიმ" და „მაკ შაურმამ".
რაც შეეხება „ბურგერ კინგს" მან მომხმარებელთა ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო და ბოლო ადგილზე გავიდა.
No comments:
Post a Comment