ევროკავშირის საბჭომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ტექნიკური დეტალების მზადება დაასრულა.
როგორც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს სამართლებრივი აქტი, რომელიც ევროკავშირს ორივე შეთანხმების ხელმოწერის საშუალებას აძლევს. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მიერ რატიფიკაციამდე, საბჭომ ასევე გადაწყვიტა ორივე პარტნიორს შესთავაზოს დროებითი დებულებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.
"საქართველოსა და მოლდოვასთან შეთანხმებებს ხელი მოეწერება 27 ივნისს. ამავე დღეს ხელი მოეწერება ევროკავშირის უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს. ამ უკანასკნელის დოკუმენტის ტექნიკური დეტალების მომზადება მალე დასრულდება", - წერია განცხადებაში.
No comments:
Post a Comment