16 June 2014

თეა წულუკიანი: შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გუშინ ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა

„საქართველო, გუშინ, მე შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა, ერთხელ უკვე დავამარცხეთ და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს არჩევნების შედეგების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, ზუგდიდში, როგორც იქნა, “ახალაიების და მისთანების ბოგინი“ დასრულდა და ქალაქის მმართველი „ქართული ოცნება“ გახდა.
"ეს არის ძალიან დიდი წარმატება. საქართველო, გუშინ, მე შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა ერთხელ წითლები დავამარცხეთ, და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ, 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარასოდეს არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

No comments:

Post a Comment