16 June 2014

მიხაელ შუმახერი კომადან გამოვიდა

"ფორმულა 1-ის" შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომადან გამოვიდა და გრენბოლის საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა განაცხადეს. 
ამასთან, გერმანელი პილოტის ოჯახის წევრების განცხადებით, 45 წლის მიხაელ შუმახერი სარეაბილიტაციო კურსს საავადმყოფოს გარეთ, საზოგადოებისთვის დაფარულ ადგილას გააგრძელებს. 
"მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიხაელს ამ ხნის განმავლობაში კეთილი სურვილებით სავსე წერილებს უგზავნიდა. ეს მას ძალიან დაეხმარა. მისი მომავალი რეაბილიტაცია საზოგადოების მონაწილეობის გარეშე წარიმართება, რის გამოც გთხოვთ, მოთმინებით მოეკიდოთ ამას", - ნათქვამია მიხაელ შუმახერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
გერმანელი პილოტის ოჯახის წევრებმა ასევე მადლობა გადაუხადეს ექიმებს. 
გერმანელმა პილოტმა უმძიმესი ტრავმა საფრანგეთის ალპებში, თხილამურებით სრიალისას გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. დეკემბრიდან მოყოლებული ექიმები მიხაელ შუმახერს ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ. 
მიხაელ შუმახერმა 19-წლიანი კარიერა 2012 წელს დაასრულა. 

No comments:

Post a Comment