16 June 2014

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დარიალის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  შეუფერხებლად ხორციელდება. დროებითი გზის მოვლა–შენახვის სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აწარმოებენ.
აღნიშნული გზის 134-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა   საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში, დროებითი გზა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა   14 ივნისს გახსნა.

No comments:

Post a Comment