ნინო ბურჯანაძე: „ნუ გვაიძულებთ ბატონებო მივმართოთ საგანგებო ზომებს!“
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi3cJmUPoCQzyCjMpNtC9EX8G9iainddPVVZKuRQduBFhEbOkggOoW1A8KOorV7IcZWJKI8jz5zwhGhRayv-bGR9ztKt8KqiUa94mtKFXWYueGi1XlsM1V1k7qWcOQ5IaBSg2UI94fNqvA/s1600/burjanaze_iniciativa___%E1%83%A2%E1%83%B054%E1%83%92_.jpg)
კოალიცია „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესში არჩევნების გაყალბების მასობრივ მცდელობებთან დაკავშირებით საუბრობს„მინდა მივმართო საზოგადოებას და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმას რაც ეხლა ხდება უბნებზე. ახლა რეალურად გაყალებული ეგზიტპოლების გათეთრება ხდება უბნებზე, ყველა უბანზე. პრაქტიკულად მთელს საქართველოში ცდილობენ შედეგები მოარგონ იმ ეგზიტპოლებზე რომელიც გამოაცხადეს. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეწყდება და არ შეიცვლება რეალობა არჩევნები იქნება გაყალბებული. მე მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაქციოს ყურადღება იმას რაც ხდება ახლა უბნებზე. მინდა მივმართო ყველა ჩვენს მომხრეს, რომ ყველა უბანზე მოითხოვონ ხმების გადათვლა, არცერთმა ჩვენმა მომხრემ მიუხედავად ზეწოლისა არ დატოვოს უბნები.მე ამ განცხადების საფუძველს მაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი და მათგან მხოლოდ რამდენიმეს მივაპყრობთ თქვენს ყუარდღებას. ნაძალადევის N28 უბანზე გამოაგდეს ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან უთხრეს, რომ თქვენთვის არჩევნები უკვე დამთავრდა . ზუსტად იგივე ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. არ შეუშვეს უბანზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ჭყოიძე. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, როდესაც უბანზე მოვიდნენ მხარდამჭერები, როდესაც მოვიდნენ აღშფოთებული ადამიანები, მოხდა მხოლოდ ერთ ადგილზე გადათვლა უცებ საიდანღაც ერთ ადგილზე 30 მეორე ადგილზე კი 50 ხმა დაემატა. სად იყო ბატონებო ჩვენს კატეგორიულ მოთხოვნდამდე ეს 30 და 50 ბიულეტენი დამალული?
ასეთივე ფაქტები ხდება სხვაგანაც, სამტრედიის N35, N36 უბნებზე გაიმარჯვა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია მჟავიამ რომელსაც ამის შემდეგ დაურეკა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა და პირდაპირ დაემუქრა, რომ უნდა შეეგუო დამარცხებას წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავშლი უბანს და პარტიას ხმები დააკლდებაო. იგივე მოხდა N27 და N41 უბანზე, სადაც საერთოდ N27 უბანზე მოულოდნელად შუქი ჩაქრა, ხოლო N41 უბანზე დიდი ხმაურით მიმდინარეობს ხმების დათვლა .ბორჯომში - წაღვერი N13 უბანზე გაიმარჯვა ჩვენმა მაჟორიტარმა მაია ხრიკაძემ, ხოლო კომისია მიზანმიმართულად ცდილობს გააუქმოს ბიულეტენები, სადაც ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატია შემოხაზული. ანალოგიური მდგომარეობაა დაბა ბაკურიანში.ასევე შემიძლია გითხრათ ვანში მასიური დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა N8 უბანზე N17 უბანზე და აქაც იყო ცალკეული შემთხვევები დაფიქსირებული, იგივე რაც ნაძალადევში ხდება, ხდება სამგორში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჩამოვთვალე მხოლოდ რამდენიმე უბანი სადაც უკვე თითოეულ უბანზე 30, 50, 70 ხმა არის სხვაობა, რაც ზუსტად ემთხვევა იმ ციფრებს რომელიც მე გუშინ შევატყობინე ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, როდესაც წალკიდან მომავალმა მივწერე მესიჯი, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა ბრძანება ყველა უბანზე ჩვენ მოგვაკლდეს 30 - 50 ხმა და მოემატოს ეს ხმები „ქართულ ოცნებას“.
კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჩვენს წარმომადგენელს!
გადათვალეთ მეორედ უბნები, ყველა უბანზე მოითხოვეთ ხელმეორედ გადათვლა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ჩვენი წარმომადგენლები გამოყარონ უბნიდან და უბანი ბედისანაბარა დარჩეს.
მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საერთოდ დანაშაულია 20:00 საათზე ეგზიტპოლების გამცხადება, რომელიც არის პირდაპირი მანიპულაცია არჩევნებისა.
კიდევ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ შტაბებში მიდის ეგზიტპოლებზე მორგება იმ შედეგებისა, რაც არის დადებული და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დღემდე ნამდვილად ღირსეულად იქცეოდა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ დაუშვას არჩევნების გაყალბება.
ნუ გვაიძულებთ ბატონებო მივმართოთ საგანგებო ზომებს!
საპრეზიდენტო არჩევნებზე ზუსტად იგივე სქემა მუშაობდა. აღარაფერს ვამბობ მასიურად ფულების დარიგებაზე, მასიურად პროდუქტის დარიგებაზე, მასიურად ადამიანების მოსყიდვაზე და მოთხოვნაზე, რომ ჩვენი წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში მომხრეები, თუ ხმას ოცნებას არ მისცემდნენ სახლში დარჩენილიყვნენ.
ჩვენ ხვალ ვნახავთ უახლოეს დღეებში რა მოუვა ლარის კურსს იმდენი ფულია გუშინ და დღეს დარიგებული.
საპრეზდენტო არჩევნებზე მე ვიყავი ის პიროვნება, რომელმაც გადავწყვიტე, რომ არავითარი პროტესტი არ უნდა გამოგვეხატა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები რეალურად იყო ფალსიფიცირებული. დღეს სხვა ვითარებაა, დღეს ასობით და ათასობით ადამიანი იბრძვის თავისი გამარჯვებისთვის და ამიტომ გონს უნდა მოეგოს „ქართული ოცნება“, რომელმაც ფრანგული შამპანიურით აღნიშნა ჯერ კიდევ გამოუცხადებელი გამარჯვება მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა ტელეპომპანიებმა გამოაცხადეს და მათაც ვერა, სხვათაშორის 48 პროცენტი ჰქონდათ გამოცხადებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონებო: ეს არის არჩევნების მასიური გაყალბების მცდელობა და ეს არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან საბოლოოდ გაათეთროს „ნაციონალური მოძრაობა“ და დაასამაროს პირველი ოქტომბრის მონაპოვარი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მოქმედებები და ჩვენ ამას ნამდვილად არ შევეგუებით .
ჩვენ დაველოდებით ერთი საათის განმავლობაში რა რეაგირება მოჰყვება ჩემს განხადებას. შეიძლება ვითარება რეალურად შეიცვალოს თუ „ქართული ოცნება“ გონს მოვა და დარწმუნებული ვარ რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამაზე ადეკვატურ რეაგირეებას გააკეთებს!“-განახადა ნინო ბურჯანაძემ.
No comments:
Post a Comment