04 February 2015

ქართველ ემიგრანტზე გადაღებული ფილმი ერთდროულად რამდენიმე ფესტივალზე წარადგინეს















ნანა“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა ქეთი ორჯონიკიემ ამერიკაში გადაიღო. “ნანა” 2014 წლის მაისში დაიბადა, თუმცა კანონით გათვალისწინებული 15 წუთის ნაცვლად ფილმი 30 -წუთიანი გამოვიდა. სპეციალურადნანასთვისმუსიკა - მიშა მდინარაძემ დაწერა.
ფილმი ,,ნანა“ ბრუკლინ კოლეჯის 32- ფილმებისფესტივალზე აღიარესფილმში მთავარ როლსმსახიობი ცუცა კაპანაძე ასრულებსნანა ტრადიციული ქართველი ქალია, რომელიც ამერიკაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩამოდის, რათა აქ იმუშაოს და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი შეინახოს. ის სამსახურს იწყებს ნიუიორკის გარეუბანში, დიდ და ლამაზ სახლში მოხუცი კაცის მომვლელად, რომელსაც ინსულტის შემდეგ ლაპარაკის უნარი წართმეული აქვს. ძალიან მალე ნანა  იდუმალებით მოცულ სახლს და მისტერ ვაიზენს თავისი მხიარული და ენაწყლიანი ხასიათით გამოაცოცხლებს. თუმცა ის მხოლოდ თავის ოჯახზე, სამშობლოზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე ლაპარაკობს. მალე ნანა მიხვდება, რომ სახლში უცნაურობები ხდება.
ქართველი რეჟისორი ერთდროულად სამნომინაციაზე წარადგინეს.


No comments:

Post a Comment