ავტორიტეტული გამოცემა „Architecture&Design"
50 ქალაქის სიას აქვეყნებს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულო. 50 ქალაქს შორის თბილისიც მოხვდა, 31-ე ადგილზე. პირველი ტაივანის დედაქალაქი ტაიპეია, მეორეზე რიგა – ლატვია, მესამეზე ბრუსელია (ბელგია). ათეულში შედის ვანკუვერი (კანადა), დუბლინი (ირლანდია), სტამბული (თურქეთი), ჰონგ კონგი, ნიუ იორკი, სიდნეი (ავსტრალია) და რიო დე ჟანეირო (ბრაზილია).
თბილისი რეიტინგში პარიზსა და მიუნხენს შორისაა. რეიტინგს ყველა ქალაქის ფოტო აქვს დართული. Architecture&Design-ი მსოფლიოში ცნობილი ონლაინ გამოცემაა, რომელიც არუქტექტურული და დიზაინერული იდეების შესახებ აქვეყნებს მასალებს. გამოცემა სხვადასხვა რეიტინგებსაც ადგენს და მკითხველს საინტერესო ინფორმაციებს აწვდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
No comments:
Post a Comment