29 April 2015

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილიმიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment