22 September 2014

''ნაციონალური მოძრაობა გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს'' - კოტე ინაშვილი

უფლებადამცველი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას აპირებს. ინაშვილი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს და ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

"ჩემი წყაროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტ მავნებლობას აპირებს, რომელსაც ქვია ამჟამინდელი პრეზიენტის გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაცია. დაგეგმილი არის მისი ლიკვიდაცია  სავარაუდოდ მოწამვლის სახით. ხელისუფლებას კონფლიქტი აქვს ამჟამინდელ პრეზიენტთან და შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" ეცდება ეს ყვრელაფერი გადააბრალოს ახალ ხელისუფლებას.“ - განაცხადა კოტე ინაშვილმა.

No comments:

Post a Comment