ახალი საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამჟამად დაზუსტებული არ არის და ამის შესახებ ინფორმაცია სექტემბრის თვეში გახდება ცნობილი.
„კომერსანტთან“ საუბრისას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა
ლაშა
ნიკოლაძემ
ცვლილება
ევროსტანდარტებთან
დაახლოვებით
ახსნა.
„ჩვენ ევროგაერთიანებისკენ მივდივართ, იქ კი საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2 მილიონი ევროა. ამ ეტაპზე ორ მილიონ ევროს არ ვაწესებთ, რადგან ეს გამოიწვევს იმას, რომ ნაწილი კომპანიები ვერ შეძლებენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რასაც სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ეს 2015 წლის ბოლომდე
შესასრულებელი
ნორმა
იქნება
და
არა
დაუყოვნებილ
შესასრულებელი“,-
აცხადებს
ნიკოლაძე.
მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე საწესდებო კაპიტალის ოდენობის გაზრდა კიდევ მოხდება და ნელ-ნელა ევროსტანდარტებს გაუთანაბრდება.
ცვლილებას დადებითად აფასებს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. ექსპერტის აზრით,
საწესდებო
კაპიტალის
ოდენობის
გაზრდა
სადაზღვევო
კომპანიების
ფინანსურ
მდგრადობას
უზრუნვლეყოფს,
რაც
სადაზღვევო
ბაზრისთვის
და
ზოგადად
მომხმარებლისთვის
მნიშვნელოვანია.
„თუ ვინმე შედის ბაზარზე და მისთვის საშიშია ერთი მილიონის ნაცვლად პირობითად მილიონ ნახევარი ლარის გადახდა, ეს მის სისუტეს ნიშნავს. 1990-იანების ბოლოს
დაზღვევის
ზედამხედველობის
სამსახური
რომ
შეიქმნა
საერთოდ
არ
იყო
საწესდებო
კაპიტალი
განსაზღვრული.
ნებისმიერ
შპს-ს შეეძლო
განეხორციელებინა
მსგავსი
ტიპის
მომსახურება.
მას
შემდეგ,
რაც
რეგულირება
დაიწყო
დაზღვევის
სამსახურმა
43 კომპანიიდან
უამრავი
გაქრა
ბაზრიდან.
მაღალი
საწესდებო
კაპიტალი
არის
არა
იმისთვის,
რომ
ვინმე
შეიზღუდოს,
არამედ
იმისთვის,
რომ
ჯანსაღი
სიტუაცია
შეიქმნას
ბაზარზე. ეს ცვლილება გარდაუვალი იყო“,- აღნიშნავს გიგოლაშვილი.
ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი
სამყაროს“
ხელმძღვანელი
ზურაბ
ფუტკარაძე.
„როდესაც საწესდებო კაპიტალი იზრდება, ახალ მოთამაშეებს პრობლემები ექმნებათ, ძნელია ამ თანხების მოძიება, მაგრამ მეორე მხრივ, ამ რეგულაციებით თავიდან ავიცილებთ
შემთხვევით
სადაზღვევო
კომპანიებს“,-
აცხადებს
ფუტკარაძე.
No comments:
Post a Comment