11 March 2015
„ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია და გაყალბებული რეიტინგები“ – კამათი მანანა კობახიძესა და გიორგი გაბუნიას შორის (ვიდეო)
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა არჩევანის ინტერქატიული გამოკითხვა: – მივიდეს თუ არა 13 მარტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტთან ერთად მმართველი გუნდი, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და გიორგი გაბუნიას შორის კამათის მიზეზი გახდა. როგორც გადაცემა "არჩევანში'' უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა განაცხადა, "რუსთავი2" მიკერძოებულია, ხოლო რეიტინგები გაყალბებული. მანანა კობახიძის განცხადებით, ტელეკომპანიის დირექტორი უშუალოდ იღებს მიხეილ საკაშვილისგან დირექტივებს და ამას თვითონ ნიკა გვარამია ადასტურებს. "თქვენ დამოუკიდებელი ტელეკომპანია ხართ ბატონო გიორგი? მე ჩართული ვარ პარტიულ ტელევიზიაში, მე ჩართული ვარ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაში,"- განაცხადა მანანა კობახიძემ. „რუსთავი2" –ის გამოკითხვის თანახმად მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ მმართველი კოალიცია სხდომაზე უნდა მივიდეს.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment