მიუხედავდ იმისა, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა" ერთი კვირის წინ იურიდიულ პირებს ტარიფის გაზრდის შესახებ ოფიციალური წერილები გაუგზავნა, დღეს ამ გადაწყევტილების შეჩერებაზე საუბრობს.
„სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ კომპანიამ კომერციული ოპერატორებისთვის გაზის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, მთავრობის იმ სხდომის შემდეგ შეაჩერა, რომელზეც პრემიერმა კომპანიას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
პრემიერმა 5 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზოთ. ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც".
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
„კომერსანტი" დაინტერესდა იციან თუ არა ამის შესახებ იმ კომპანიებმა, რომელტა მუშაობაზეც პირდაპირ აისახებოდა "სოკარის" ესგადაწყვეტილება.
როგორც პურის მწარმოებელი კომპანია „იბერია 2012"-ის დირექტორი რუსუდან ანდრიაძე აღნიშნავს, მთავრობისგან დაპირებაა, რომ გაზის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება კომპანისათავის ჯერ ცნობილი არ არის.
კომპანია „იბერია 2012" ამ ეტაპზე პურზე ფასის ზრდას არ გეგმავს და აცხადებს, რომ გაზის გაძვირების შემთხვევაში პურზე ფასის გაზრდა მოსახლეობისთვის დიდი დარტყმა იქნება.
ანდრიაძე აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ "სოკარის" მიერ გაზის გაძვირების ალბათობა დგას დღის წესრიგში, უკვე რამდენიმე დღეა რაც ტომარა ფქვილის ფასი 2 ლარით გაიზარდა და 39-41 ლარი შეადგინა, რაც ასევე მძიმე ტვირთია პურის მწარმოებლებისათვის.
„კომერსანტთან" საუბრისას, კომპანია "იფქლის" დირექტორის მოადგილე შამა იტამოვი აღნიშნავს, რომ რა გადაწყევტილებას მიიღებს გაზის ფასთან დაკავშირებით მთავრობა, ერთია, თუმცა გაზის ტარიფის ზრდის მიუხედავად, კომპანია „იფქლი" პურზე ფასს მოგების შემცირების ხარჯზე არ გაზრდის.
წყარო: www.commersant.ge
No comments:
Post a Comment