12 February 2015

ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს აფრთხილებს (ვიდეო)

ჩვენი მთავრობა მართლაც გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დაკავებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები ეფექტიანად მუშაობენ და მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგის გაუარესებას არ დაუშვებს.
„მინდა, ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, იყოს დარწმუნებული, რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მაქსიმალურად გავააქტიუროთ ბრძოლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




No comments:

Post a Comment