13 August 2014

პატარა ქართველი მომღერლები „საბავშვო ახალ ტალღაზე“


16 და 18 აგვისტოს საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი პიონერული ბანაკის არტეკის ტერიტორიაზე იგორ კრუტოვის ცნობილი ფესტივალი „საბავშვო ახალი ტალღა“ გაიმართება. ოკუპირებულ არტეკში ბავშვებისთვის რუსული ესტრადის ვარსკვლავები ბასკოვი, ლეონტიევი, ლეშენკო და სხვები იმღერებენ. უკვე ცნობილია, რომ ჟიურიში ფილიპ კირკოროვი იქნება. „საბავშვო ახალ ტალღაზე“ ერთმანეთს 16 კონკურსანტი შეეჯიბრება, მათ შორის 2 საქართველოდან არის. ლენკას სახელით არტეკში ელენე ზვიადაძე იმღერებს. მასთან ერთად გასამარჯვებლად სანდრო ფარცვანიაც იბრძოლებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ყირიმში სამღერლად უკრაინელი ბავშვებიც ჩავლენ.


წყარო: www. pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment