18 June 2014

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი პრემიერ-ლიგის ფინალში გავიდა

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი პრემიერ-ლიგის ფინალში გავიდა.
როგორც გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ორი გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოგვეჩინა. ფინალი 5 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, ივლისში, იურმალაში მუსიკალურ ფესივალზე გამოვალთ. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ ხუბუტიას ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის“,  - განაცხადა სოფო ბანძავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს “რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს.

No comments:

Post a Comment