მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ეუთო-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დღეს, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს კაუპო კანდის და უფროსს იურიდიულ მრჩეველს ლაურენტიუ ჰადირკას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ეროვნული უმცირესობების ირგვლივ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, სახელმწიფო ენის შესახებ კანონზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრეს.
No comments:
Post a Comment