18 June 2014

ივანიშვილი და ღარიბაშვილი ცდილობენ, დაანონსებული ცხელი ზაფხული სისრულეში მოიყვანონ

გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნების შემდეგ სამი დღე გავიდა და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოეტანათ, სახეზეა "პრემიერის თავგანწირული მცდელობა, თავს მოგვახვიოს საკუთარი არითმეტიკა". 
"ვხედავთ გაურკვეველ ციფრებს, მიმატებებს, გამოკლებებს და გამრავლებებს, ვხედავთ დაუმთავრებელ პრესკონფერენციებს ამ თემაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება პრობლემებით დაკავდეს და გაიაზროს ერთი წლისა და ხუთი თვის შემდეგ რატომ გამოუცხადა საზოგადოებამ ბოიკოტი და არ მივიდა არჩევნებზე, ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას, ამ ციფრებზე საუბრით ხელისუფლება ცდილობს, ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვითომდა ლეგიტიმაციის მიღება ემსახურება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სურვილს იბრძოლონ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სისრულეში მოიყვანონ დაანონსებული ცხელი ზაფხული", - განაცხადა გიგი უგულავამ. 
მისი თქმით, ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას არ უნდა გადაყვეს. გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, ბრძოლა წარსულთან კრახით დასრულდება და საკუთარ ინტერესებს ნუ გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს. 
"ჩვენ არ გვინდა ამ ბრძოლას ქვეყნის ინტერესები გადაყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებელი ღარიბაშვილი და ივანიშვილი იქნებიან", - განაცხადა გიგი უგულავამ.

No comments:

Post a Comment