17 June 2014

ირაკლი ღარიბაშვილი წინასწარი მილოცვების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წუხელ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ შტაბში გამართული ზეიმის მიზეზებს განმარტავს.
ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იმ განცხადებების მიზეზები ჰკითხეს, რომლითაც მან დავით ნარმანიას თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
 “გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პირველადი მონაცემები ეგზიტპოლების, 20:00 საათისთვის და ეს ჩვენს თითოეულ კომენტარსა და განცხადებაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ იმ მომენტისთვის დავით ნარმანია ლიდერობდა და ახლაც ლიდერობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება ქალაქის მერი. შესაბამისად, როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის ამბავია. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ საჭირო იყო, დავლოდებოდით ცსკ-ის შედეგებს და ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, გაგვეკეთებინა საბოლოო კომენტარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment