საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი თხოვნით მიმართავს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებებზე პასუხი მათსავე ტელევიზიაში გააცემინონ.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებას, ინაშვილის თქმით, მას ხვალ ბრიფინგზე უპასუხებს.
"ვუსამძიმრებ ნაცისტებს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შედეგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მთელი დღის მანძილზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არა ერთ განცხადებაში მიხსენიებენ მე და ჩემს გუნდს, ამიტომ ვითხოვ რუსთავი-2-ისგან მომცენ პასუხის გაცემის საშუალება მათსავე ეთერში. მეორე - გიგი უგულავას განცხადებას სიამოვნებით ვუპასუხებ საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც ვმართავ ხვალ, 2014 წლის 17 ივნისს, დღის 2 საათზე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოფისში. მისამართი: თბილისი. კინოს სახლი. მესამე სართული", - აცხადებს ირმა ინაშვილი.
No comments:
Post a Comment