17 June 2014

ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ არ „გაქრა რადარებიდან „ნაციონალური მოძრაობა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ხალხმა კანდიდატებს მისცა ხმა და არა პარტიებს“.
ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ელოდა თუ არა ის  შედეგებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიიღო იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნოდ ის აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებზე აღარ ჩანს”.
“თუ თქვენ ყურადღებით მოუსმინეთ ჩემს დღევანდელ განცხადებას, მე აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს შერჩეული ჰყავთ კანდიდატები და ხალხმა კანდიდატებს მისცა ხმა და არა პარტიებს ამ შემთხვევაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე ოლქში გამოიკვეთა საინტერესო კანდიდატები, რომლებსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისინი რეალურად იყვნენ მათთვის მისაღები კანდიდატები. ჩვენი განცხადებები გასაგებია არჩევნებამდე, ჩვენი ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა და ასეც იყო მოსალოდნელი, თუმცა ასევე არსებობდა ალბათობა იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნებოდა. დღეს განვაცხადე, რომ არავითარი ტრაგედია ამაში არ არის. პირიქით, ეს არის კარგი ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთავარია. ეს არის უნიკალური საშუალება, განვამტკიცოთ ქართული დემოკრატია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და “ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
“გაიმართება არჩევნების მეორე ტური და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - დასძინა პრემიერმა.

No comments:

Post a Comment