16 June 2014

ახალციხეში 35 წლის ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა.  “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ქალბატონი სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მოულოდნელი წვიმის დროს მას მეხი დაეცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალბატონმა მიღებული ელექტრო შოკის გამო გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა იგი ახალციხეში “უნიმედი სამცხეში” გადაიყვანეს. პაციენტი მედიკოსებმა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი  გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
35 წლის ქალბატონს ახალციხის სამედიცინო პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა.  ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლში გადაასვენეს.
მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

No comments:

Post a Comment