01 July 2015

სკანდალი პროექტ „ერთი-ერთში“: „ბევრ რამეს არ ვიტყვი, რადგან პატივს ვცემ ბადრი პატარაკაციშვილის სულს“ (ვიდეო)

30 ივნისს ტვ „იმედის“ პროექტის „ერთი ერთში“ გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძის მიერ განსახიერებული კონჩიტა გახდა.  ჟიურისა და მაყურებლის შეფასებები განსხვავებული აღმოჩნდა.

მაგალითად, ჟიურის წევრებისგან დაბალი შეფასებები მიიღო ზურა მანჯავიძემ, რომელმაც შარლ აზნავური განასახიერა, სამაგიეროდ, მაყურებელმა მას უმაღლესი - 12 ქულა დაუწერა.

„დიდი მადლობა ჟიურის, ზღვარსგადასული კომპეტენტურობისთვის, ბევრ რამეს მხოლოდ იმიტომ არ ვიტყვი, რომ პატივს ვცემ ბადრი პატარაკაციშვილის სულს, თორემ ჟიურის დღევანდელი საქციელი, უფრო სწორად უსაქციელობა, ამას იმსახურებს“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ პირდაპირ ეთერში.

ამავე დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის მიმდინარეობის დროს, სწორედ ქულების გადანაწილებასთან დაკავშირებით, „იმედის“ სტუდიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი სცემეს, თუმცა, ამ ინფორმაციის გადამოწმება „აფხაზეთის ხმამ“ ვერ მოახერხა.  


No comments:

Post a Comment