საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მათ მასპინძელი ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხეს.
მსოფლიო ჩემპიონობისთვის ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ყაიმიც ყოფნიდათ. სამი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო ერთ პარტიაში გამარჯვება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების გუნდის წევრმა, მერი არაბიძემ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა 17 ქულა მოიპოა და ჩემპიონატზე, რუსეთთან ყაიმის გარდა, ყველა შეხვედრა მოიგო.
No comments:
Post a Comment