28 April 2015

კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობას ნდობის ხელახალი გამოცხადება დასჭირდება

გარემოს დაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად, პარლამენტის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების საჭიროება არ დგება.
კონსტიტუციის მიხედვით მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. გარემოს დაცვის მინისტრი ერგუჯა ხოკრიშვილი კი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება.
შეგახსენებთ, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.
ხორკიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

No comments:

Post a Comment