12 February 2015

"ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის" - ოთხეულის მოლაპარაკება განახლდა

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა განახლდა, შესვენების დროს უკრაინის პირველმა პირმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ "ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის". მისივე თქმით, რიგი საკითხების შეთანხმება რუსულ მხარესთან ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა, შეთანხმების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. უკრაინული მედიის ცნობით კი 14-საათიანი შეხვედრის შედეგად ოთხი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის 80 პროცენტიც უკვე შეთანხმებულია.
შეთანხმება 14 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს.

No comments:

Post a Comment