ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალებს" და ალასანიას გუნდს თავდაცვის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა.
მისი თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე, კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებისგან წამოსული აგრესია.
"მე ის ვიცი, რომ წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. ის კი არა, კეზერაშვილით და ახალაიათი დაწყებული, რომელი ერთი მინისტრით დამთავრებული, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია "ნაციონალებისგან" და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან", - განაცხადა პრემიერმა.
No comments:
Post a Comment