შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2014 წლის 17 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა ჩაატარა.
გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 და მე-2 განყოფილებების თანამშრომლები: ირაკლი დარახველიძე, რეზო კაკალაშვილი, გივი გამეზარდაშვილი და დათო კანდელაკი „შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის, ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
No comments:
Post a Comment