ტელეკომპანია "ტაბულას" მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ამის შესახებ "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ტაბულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩხუბის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ინციდენტს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შემთხვევით შეესწრო. "გადამღებ ჯგუფს მათ მოსთხოვეს, არ გადაეღოთ, რადგან "ჩვენ გვაქვს მეგობრული საუბარი",- წერს "ტაბულა". ჩხუბის კადრებში არიან პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე, პირები - გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური, ირაკლი დარახველიძე. ვიდეომასალაში კარგად ისმის, რომ ერთ ერთი პოლიციელი რამაზ კაკალაშვილის შეურაწხყოფას აყენებს შსს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს.
No comments:
Post a Comment