26 June 2014

სამართალდამცველებმა "პრივატბანკის" ყოფილი თანამშრომელი და მისი თანამზრახველი დააკავეს

სამართალდამცველებმა "პრივატბანკის" ყოფილი თანამშრომელი და მისი თანამზრახველი დააკავეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გამოძიებით დადგენლია, რომ 2013 წლის დეკემბერში "პრივატბანკში" ფინანსურ მენეჯერად მუშაობის პერიოდში, შოთა მარტყოფიშვილი და მისი თანამზრახველი ვახტანგ ბარათაშვილი მოქალაქეებს ატყუებდნენ, თითქოს "საახალწლო აქციის" ფარგლებში ბანკი მათ 50-დან 200 ლარამდე თანხას საჩუქრად ჩაურიცხავდა, რისთვისაც საჭირო იყო პირადობის მოწმობის ბანკში წარდგენა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ბანკში წარდგენის შემდეგ მარტყოფიშვილი მოქალაქეთა სახელზე სესხის განაცხადს ავსებდა, მოქალაქეებს კვლავ ატყუებდა, რომ მათ ვერ მიიღეს .. "საახალწლო აქციის" თანხა, ხოლო რეალურად დაზარალებულთა სახელზე დამტკიცებული სესხის თანხას პლასტიკური ბარათებიდან ფულის განაღდების გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ. ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის სახელზე დამტკიცებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის მე-3 ნაწილის ,," და "" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

No comments:

Post a Comment