24 June 2014

„იმედის“ რეორგანიზაცია იწყება

ტელეკომაპანია „იმედის“ უკვე ყოფილი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა  ამბობს, რომ არხზე რეორგანიზაცია იწყება, მისი პოზიციის ცვლილებაც ამას უკავშირდება. ბაია ცანავა საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება და 1 ივლისიდან არხის მმართველობით ორგანოში, სამეთვალყურეო საბჭოში გადავა. მისი თქმით, დამფუძნებლები ტელეკომპანიის მუშაობით უკმაყოფილოები არ ყოფილან და უბრალოდ ახალი ეტაპი იწყება.
„მაინცა და მაინც უკმაყოფილო უნდა იყო, რომ რაღაც რეფორმირება დაიწყო? გადაიარაღება მოხდება, ახალ სისტემაზე გადავა ტელეკომპანია. ეს ეხება შიდა სამუშაო პროცესს. ამას გააკეთებენ მოწვეული სპეციალისტები, რომელიც დროებით შემოვლენ ტელევიზიაში. არავინ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას, იქნებიან რეორგანიზაციის მენეჯერებ’, - აღნიშნა ბაია ცანავამ, თუმცა არ დაასახელა არც ერთი კონკრეტული გვარი თუ ვინ გაუძღვებიან ამ პროცესს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დამფუძნებლები გაავრცელებენ განცხადებას, სადაც განმარტავენ არხზე დაგეგმილი ცვლილების მიზეზებს.

No comments:

Post a Comment