ოკუპირებულ ცხინვალში შესაძლო რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება.მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის გამართვა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.„რაც არ უნდა დაიწყოს ლაპარაკი ვინმემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ეს არის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება და შესაბამისად, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია და არანაირი აღიარება არავის მხრიდან“,-აცხადებს მინისტრი.ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის ახალი მოწვევის „პარლამენტი“ რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. რუსული სააგენტო „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ ახალმა „სპიკერმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა
No comments:
Post a Comment