პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი საკრებულოს თავმჯდომარე გახდება
„ქართული ოცნების“ კულუარებში უკვე ადასტურებენ, რომ თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა შსს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თამარ ტალიაშვილი გახდეს. ტალიაშვილი ოცნების საარჩევნო სიაში მხოლოდ მეთერთმეტე იყო, თუმცა როგორც ამბობენ პოლიტიკური ტრადიციის დარღვევა-როცა საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდება-ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ტალიაშვილი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და მის გუნდს წარმოადგენს. მეორე ვერსიით კი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ამ სფეროში უფრო გამოცდილი გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა განიხილება. გიორგი ტყემალაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრია. ის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ვაჟია
No comments:
Post a Comment