200 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახები ყოველთვიურად დახმარების სახით ფულად შემწეობას მიიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრის წესი შეიცვლება. უმწეოთა ბაზაში მოსახვედრად მთავარი კრიტერიუმი არა საყოფაცხოვრებო ნივთები, არამედ ოჯახის შემოსავალი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ფულად შემწეობას 200 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახი მიიღებს. ფულადი შემწეობის დანიშვნა ან გაუქმება მინიმალურად იქნება დამოკიდებული სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 500 ათასი ოჯახი ცხოვრობს. აქედან ფულად კომპენსაციას მხოლოდ 150 ათასი იღებს, დანარჩენები კი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ.
No comments:
Post a Comment