24 June 2014

სისხლიანი გარჩევა - კიკეთში 21 წლის ახალგაზრდა დაცხრილეს

კიკეთში, გუშინ ღამით, 21 წლის ახალგაზრდას, ნიკუშა ნატროშვილს ცეცხლსასროლი იარაღით 25 ჭრილობა მიაყენეს. ნატროშვილის მეგობრების ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა კრიტიკულია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ნატროშვილმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება 1 ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლი.
“ამ მომენტში ჩვენ მხოლოდ სისხლით შეგვიძლია დახმარება! ძალიან უნდა სიცოცხლე, ვიცი, და მჯერა, რომ გადარჩება!!! იბრძვის 2 დღეა იმისთვის, რომ ისევ ჩვენთან იყოს!!! გთხოვთ, ადამიანებო, დაუდეგით გვერდში, ვისაც მისი ჯგუფის სისხლი გაქვთ!!! ყველაზე მაგარი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა ნიცასთან ერთაად ნიკუშას და იქნება მჯერა!!“- წერს სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი მეგობარი.

No comments:

Post a Comment