25 June 2014

საქართველოში 300 მლნ დოლარზე მეტი საინვესტიციო პროექტი დაფინანსდება

საქართველოში 300 მლნ დოლარზე მეტი საინვესტიციო პროექტი დაფინანსდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, უწყება პრიორიტეტებს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს.
 დღესვე ხოკრიშვილმა წლევანდელი და გასული წლის სამუშაოები შეაჯამა.

 "2014 წელს, 82 სოფელში, ახალი ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო, მათგან 20 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელებში დამონტაჟდა, 25 ქალაქსა და 3 დაბაშიწყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები დაიწყო, 2013 წლის ბოლოდან კი,   მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში,  6 სხვადასხვა ქალაქში, საექსპლუატაციო რეჟიმში ახალი ნაგავსაყრელები შევიდა," – აღნიშნა მან.

No comments:

Post a Comment