გუშინ ღამით წყნეთში 24 წლის ნ.ნ. დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
14 ტყვია
ესროლეს.
ახალგაზრდის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა
უმძიმესია.
დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია. იგი ნ.ნ-ს ბავშვობის მეგობარია. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს პოლიცია
უკვე
ეძებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე ამ ეტაპზე, არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ გამოძიებაა დაწყებული.
ერთ-ერთი ვერსიით, 24 წლის ნ.ნ. - სა და მისი ბავშვობის მეგობარს შორის შელაპარაკება გოგოს გამო მოხდა.
ასევე,
ამბობენ,
რომ
ცეცხლსასროლი
იარაღი
მეგობარმა
მეგობარს
სიტყვიერი
ჩხუბის
შემდეგ
დაუმიზნა.
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში წყნეთიდან სასწრაფო
-სამედიცინო
დახმარების
ბრიგადამ
გადაიყვანა.
მას
ურთულესი
ოპერაცია
ჩაუტარდა
და
რეანიმაციულ
განყოფილებაში
იმყოფება.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურად მძიმეა. ექიმები ვერაფერს ამბობენ დაჭრილის სამომავლო მდგომარეობაზე.
No comments:
Post a Comment