24 June 2014

აპატურაი: რომც გვინდოდეს, თავდაცვითი მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს საქართველოს ტავდაცვითი სისტემებით აღჭურვა არ შეუძლია:
“არის ორი განსხვავებული ასპექტი. პირველი ეხება თავდაცვით მოწყობილობებს, რაზეც მინისტრი ალასანია საუბრობდა. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამ მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, ასეთი რამ არ გაგვაჩნია. ეს აქვთ ალიანსის წევრებს და თუ მათ სურთ მსჯელობის გაგრძელება, მოლაპარაკებებს აწარმოებს წევრ ქვეყნებთან. რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ? – ნატო-ს აქვს სამეკავშირეო ოფისი თბილისში. შემიძლია გითხრათ, რომ გავზრდით თანამშრომლების რიცხვს აუცილებლად. დამატებითი პერსონალი ჩამოვა”, – განაცხადა აპატურაიმ.

No comments:

Post a Comment