„ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ თუ MAP-ს მივცემთ ან არ მივცემთ საქართველოს, რუსეთი საპასუხო რეაგირებას მაინც განახორციელებს, მე კი არ ვიცი,
რას
გააკეთებს
რუსეთი“,-ამის შესახებ
ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის
გენერალური
მდივნის
სპეციალურმა
წარმომადგენელმა
სამხრეთ
კავკასიასა
და
ცენტრალურ
აზიაში
ჯეიმს
აპატურაიმ
“რუსთავი
2”-თან
საუბრისას
განაცხადა.
როგორც აპატურაიმ განმარტა, ნატო მხოლოდ საქართველოს პროგრესის და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მიიღებს.
„უელსის სამიტის ერთ-ერთი შემადგენელი იქნება თანამშრომლობის განმტკიცება, შეგიძლიათ,
ამას
უწოდოთ
პაკეტიც.
ყველაზე
მნიშვნელოვანი
არის
ის,
რომ
ვაპირებთ
ვაღიაროთ
თქვენი
ქვეყნის
წვლილი
და
პროგრესი,
რომელსაც
საქართველო
ნატო-სკენ მიმავალ
გზაზე
ახორციელებს.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, მას საკუთარი განრიგი აქვს. ის, რაც 2008 წელს მოხდა, ნამდვილად უკავშირდებოდა ბუქარესტის გადაწყვეტილებას.
ჩემი
ზოგიერთი
კოლეგა
ამბობს,
რომ
თუ
MAP-ს
მივცემთ
ან
არ
მივცემთ
საქართველოს,
რუსეთი
საპასუხო
რეაქციას
ორივე
შემთხვევაში
განახორციელებს.
მე
კი
არ
ვიცი,
რას
იზამს
რუსეთი.
ჩვენ
ყველა
გადაწყვეტილებას
მივიღებთ
მხოლოდ
საქართველოს
პროგრესის
გათვალისწინებით
და
ბუქარესტის
გადაწყვეტილებების
მიხედვით”,-განაცხადა
აპატურაიმ.
ცნობისათვის, ნატო-ს სამიტი მიმდინარე წლის სექტემბერში, უელსში გაიმართება.
No comments:
Post a Comment