26 June 2014

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აფრთხილებს

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინააღმდეგ, თუ მათ მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტტმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"როგორც კი ძალაში შევა ხელშეკრულებები, რომლებსაც დსთ-ის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები გააფორმებენ ევროკავშირთან და ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, რომელიც გვაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ თავდაცვით ზომებს, რასაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა ითვალისწინებს",- განაცხადა ლავროვმა.

No comments:

Post a Comment