ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე განცხადება გაავრცელა

ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.”2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.
ასოცირების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და მოხდეს ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე - მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ევროკავშირსა და სამივე ქვეყანას შორის.
ხელმოწერის შემდეგ ბევრი სამუშაო იქნება გასაწევი ქვეყნების შიდა რეფორმების თვალსაზრისით. ევროკავშირი ითანამშრომლებს და თითოეულ ქვეყანასთან - კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების თვალსაზრისით.
თანამშრომლობის ძირითადი მხარეებია:
ძირითადი რეფორმები: რეფორმები გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითად სფეროში - სახელმწიფო მართვის, სასამართლო, კანონის აღსრულების, ეკონომიკის აღდგენა და გაზრდის, მომხმარებელთა დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ინდუსტრიული განვითარების, სოციალური განვითარებისა და დაცვის, განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩათვლით.
ღირებულებები: ხელშეკრულებაში ძირირითადი აქცენტი გაკეთებულია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე, მმართველობის გაუმჯობესებისა და კარგადფუნქციონირებად ეკონომიკურ ბაზარზე.
ვაჭრობა: ხელშეკრულება ხელმომწერებს შესთავაზებს გარემოს სავაჭრო ურთიერთობების მოდერნიზაციისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ბაზრის გახსნა საბაჟო ტარიფებისა და კვოტის მოხსნით, კანონის ჰარმონიზაცია, ნორმები და რეგულაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორში ამას შესაძლებელს გახდის.
საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ხელშეკრულება შევა ძალაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო პირობები საქონელისა და მომსახურებისთვის, მათ შორის პირობები კომპანიებისთვის, დაუყონებლივ გაუმჯობესდება. ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტირებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც სჭირდება უცხო ქვეყნებიდან ინვესტიციები, რათა ბიძგი მისცეს ეკონომიკის ზრდას. ქართული საწარმოები შევა ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტული პერიოდების გარეშე, მაგრამ ისიც მართალია, რომ სხვა დამატებითი სარგებელი, რომელსაც ხელშეკრულებისგან მიიღებს ქვეყანა, დამოკიდებული იქნება რეფორმების დასრულებაზე.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან უფრო შორსაც წავა, ვიდრე ეკონომიკური ინტეგრაციის კლასიკური ფორმებია, რომელიც სთავაზობს გაუმჯობესებულ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს. შეთანხმება ასევე სთავაზობს ქვეყანას დახმარებას სავაჭრო რეფორმების თვალსაზრისით, რომელსაც აქვს მიზანი - აღადგინოს და გაზარდოს ეკონომიკა, ასევე ქართული ეკონომიკის უკეთესი ინტეგრაცია მსოფლიო ბაზრებზე. რეფორმების დასრულებით პროგნოზირებულია ეკონომიკის ზრდა წელიწადში 4.3%-ით (€292 000 000 ეროვნული შემოსავალი)”, - ნათქვამია განცხადებაში.
No comments:
Post a Comment