საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
"მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასაბუთებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი. ხოლო, იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე, საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ მინისტრი", - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროს ეკატერინე ქარდავას დღეს გამართულ ბრიფინგზე.
No comments:
Post a Comment