27 June 2014

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ულოცავს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ულოცავს.
როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
დღეს უდიდესი დღეა საქართველოსა და ევროკავშირისთვის, რადგან ხელი ეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ და ასევე, შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. ამ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ერთად ვმუშაობდით იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებები რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას ელის და ისინი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებს ადგილს ევროკავშირის სტრუქტურებში“ - აცხადებს კარლ ბილდტი.
მისივე თქმით, შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლიც ამ პროცესის ხელშეწყობას მთელი ძალისხმევით ცდილობდა.

ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ორიენტაციას. ასე რომ, ეს ბედნიერი დღეა, როგორც საქართველოსთვის, ასევე შვედეთისთვის. გილოცავთ“ - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

No comments:

Post a Comment